შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 661
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 12/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
661
12/04/2012
გამოუქვეყნებელი, 12/04/2012
000000000.00(0).000.000000
შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №661

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „პერსპექტივისთვის“ უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „პერსპექტივას“ უზუფრუქტის ფორმით, უსასყიდლოდ, არსებობის ვადით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მოწყობის მიზნით, გადასცეს ქ. თბილისში, გლდანში მდებარე შენობა-ნაგებობები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი №72.13.33.513), საერთო ფართობით: 2975,66 კვ.მ – შენობა-ნაგებობები და 3252,32 კვ.მ – მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (B ბლოკი – 2218,54 კვ.მ, მიწის ფართობი – 2411,63 კვ.მ და C ბლოკი – 757,12 კვ.მ, მიწის ფართობი – 840,69 კვ.მ).

2. უძრავი ქონების უზუფრუქტის ფორმით გადაცემის პირობად განისაზღვროს გადაცემული ფართობის კაპიტალური რემონტი, კეთილმოწყობა, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეწყობა.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „პერსპექტივასთან“ უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური