დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 660 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 12/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №660
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მიმდინარე წლის 6 აპრილს გაფორმებული ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა“ Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შენობის აშენების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩუქების გზით გადასცა Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული აქტივები (უფლებები) და ვალდებულებები.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება და შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის“ მიერ Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შენობის აშენების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებებში შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის“ ნაცვლად „დამკვეთად“ განისაზღვროს შპს „ბათუმი თაუერი“.
3. ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი შპს „ბათუმი თაუერისათვის“ გადასაცემად.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების მე‑3 პუნქტით გამოყოფილი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარით გაზარდოს შპს „ბათუმი თაუერის“ კაპიტალი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები