ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ

  • Word
ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1124
13/06/2012
გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
000000000.00(0).000.000000
ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1124

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარ­გუ­ლე­ბის 2.2 პუნქტით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (შემდგომში – კომპანია) კაპიტალის გასაზრდელად გათვალის­წი­ნე­ბული თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სა­ქარ­თველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინის­ტრომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე, 69-ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხის გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრა­ციუ­ლი ხელ­შეკ­რულების გაფორმება.

2. კომპანიამ უზრუნველყოს სა­ქარ­თველოს რეგიონული განვითარე­ბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, გადარიცხული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                ნიკა გილაური