„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1123
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1123
13/06/2012
გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
000000000.00(0).000.000000
„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1123

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

 „ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №826  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხ­ ლის შესაბამისად, „ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მი­ ერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 30 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილება:

1. პირველი და მე‑2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი­ით:

„1. გურიის რეგიონში, მდინარე ბახვისწყალზე მშენებარე ჰიდ­როე­ლ­ექ­ტროსადგურ ების, ასევე მიმდებარე ზონაში შესაქმნელი სხვა პერ­სპექ­ტ­ი­ული ენერგეტიკული ობიექტების სისტემაში მიერთების უზრუნველ­ყო­ფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზ­რუნვე­ლყოს ახალი 220/110/10 კვ ქვესადგურისა და 110 კვ-იანი ხაზის მშე­ნებლობა.

2. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დარიალის ხეობაში მშენებარე „და­რიალისა“ და „ლარსის“ ჰიდროელექტროსადგურ ების, ასევე მიმდ­ება­რე ზონაში შესაქმნელი სხვა პერსპექტიული ენერგეტიკული ობიექტების სი­ს­ტემაში მიერთების უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახ­ელ­მწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს საჭირო ქმედებების, მათ შო­რის – საპროექტო, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტა­ციო სამუშაოების განხორციელება.“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, მდი­ნარე ჩელთზე მშენებარე 5 მგვტ „შილდა ჰესის“ სისტემაში მი­ერ­თე­ბის უზრუნველყოფის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტ­რო­სისტემამ“ განახორციელოს არსებული 35/10 კვ ქვესადგურ „შილდის“ სა­თანადო განვითარება და 35 კვ-იანი ხაზის მშენებლობა.“.

3. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ს ახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხ­ ლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სს საქართველოს სა­ ხელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამ განკარგულების პირველი, მე-2 და 21 პუ­ნქტების შესრულების მიზნით საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სა­მშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შეს­ ყიდვის საშუალებით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირ­ვე­ლი, მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო ქმე­დ­ებების განხორციელება, მათ შორის, სს „ საქართველოს სახელმწიფო ელ­ ექტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა.“.

 

პრემიერ-მინისტრი                             ნიკა გილაური