დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №264 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 654 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 12/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №654
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №264 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №264 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე‑4 პუნქტი:
„4. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში განათლების სფეროში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის წინადადებების შემფასებელმა კომისიამ იხელმძღვანელოს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC) შეთანხმებით და ამ კორპორაციის სახელმძღვანელო დოკუმენტებზე (გაიდლაინებზე) დაყრდნობით.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში ინტერესთა გამოხატვის წინადადებების შეფასებასთან დაკავშირებით 2012 წლის 30 მარტის შემდგომ წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები