დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1120 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1120
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №772 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტის „რ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ.ა) კურორტ ურეკში ბულვარის მოწყობისათვის – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი და აღნიშნული თანხის ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები