სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 942
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
942
24/05/2012
გამოუქვეყნებელი, 24/05/2012
000000000.00.00.000000
სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 942

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ატარების მიზნით, სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენლი მოთხოვნები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური

 

                                                                 დანართი

 

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების ჩატარება , მათ შორის: საქართველოსხელისუფლების ორგანოთა ხელმძღვანელი პირების ვიზიტების ფარგლებში ან/და მათი მონაწილეობით განსახორციელებელი ღონისძიებების, ბიზნეს და საინვესტიციოფორუმების, გამოფენების, პრეზენტაციების, საერთაშორისო კონკურსების, მიღებების, დეგუსტაციების, სავაჭრო მისიებისა და სხვა სოციალური თავშეყრის ღონისძიებების ფარგლებში ან/და პოტენციურ იმპორტიორებთან პირდაპირი კავშირის დამყარებისას, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია და ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობისათვის პროდუქციის შესყიდვა და ტრანსპორტირება;

ბ) საინფორმაციო მომსახურების ცენტრის, სპეციალური სასწავლო კურსების, პროგრამების და ონლაინ სისტემების შექმნა-ფუნქციონირება და გამოყენება:

● საინფორმაციო მომსახურების ცენტრის შექმნა-ფუნქციონირება, სპეციალური სასწავლო კურსებისა დაპროგრამებისორგანიზება და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, სრულყოფა და გამოყენება;

● მსოფლიო ბიზნესგარემოს შესახებ ონლაინ ბიზნესანალიზის სისტემის გამოყენება, ასევე კლიენტთა მართვის და პროექტების აღრიცხვის ონლაინ სისტემის შექმნა, სრულყოფა და გამოყენება.