დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1119 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1119
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნისა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფონდ „SOCO“-სა და ა(ა)იპ – საქართველოს პათოლოგიის რეფერალურ ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი „საქართველოში პათოლოგიის რეფერალური ცენტრის შექმნის, ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების და მეთოდების დანერგვის, განვითარებისა და შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადების ხელშეწყობის თაობაზე“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მიზნით პირობების დაზუსტება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფონდ „SOCO“-სა და ა(ა)იპ – საქართველოს პათოლოგიის რეფერალურ ცენტრთან, რაც არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობის თანხმობას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პათოლოგიის რეფერალური ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობის მშენებლობისათვის აუცილებელი მიწის ფართობის გამოყოფა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად შესაბამისი სახსრების შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვა.
5. ეთხოვოს ქ. თბილისის მთავრობას ამ განკარგულებით გათვალისწინებული პათოლოგიის რეფერალური ცენტრის მშენებლობისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაში დახმარება.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები