შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1118
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1118
13/06/2012
გამოუქვეყნებელი, 13/06/2012
000000000.00(0).000.000000
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1118

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილე­ბულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის გასა­ფორ­მებელი საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე“ საქართველოს მთავრო­ბის 2011 წლის 4 ნოემბრის №2145 განკარგულების შესაბამისად გაფორ­მე­ბული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებუ­ლი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 57 800 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას რვაასი) ლარი მიმართოს ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული 17 ოჯახის გან­სახლების ახალ ადგილებში, მათსავე საჭიროებებზე მორგებული შემო­სავ­ლის გამომუშავების/სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების პო­ტენ­ციალზე გათვლილი სასტარტო საარსებო დახმარების მიზნით.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხი­დან თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვროს 3 400 (სამი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

3. განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა გაიცეს ოჯახებიდან უფლებამოსილ პირებზე, კანონმდებლობით დადგენილი წე­სით გაფორმებული ნოტარიალური თანხმობების წარდგენის საფუ­ძ­ველ­ზე.

 პრემიერ-მინისტრი                                 ნიკა გილაური