დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080180020.10.003.017873 |
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის თანდართული წესი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან. |
|
კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესი |
1. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის წესის განსაზღვრის მიზანია აღნიშნულ პირთა მიმართ ფსიქოსოციალური და სხვა სახის სარეაბილიტაციო ღონისძიებების სწორად დაგეგმვა და მათი კომპლექსურად განხორციელება.
2. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 3. კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე და ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალებულ პირთა სოციალური რეაბილიტაცია ხორციელდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – სახელმწიფო პროგრამა) მიხედვით. 4. სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სარეაბილიტაციო ღონისძიებების კონკრეტული მოცულობა-სახეობანი და აღნიშნულ პირთა სოციალური რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები. 5. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები