დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017875 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/03/2014 - 02/05/2014)
|
| მუხლი 1 |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. ცენტრი არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ: ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს ცენტრის წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. 4. ცენტრს სათანადო ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები