სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 22/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
329
22/02/2012
გამოუქვეყნებელი, 22/02/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №329

2012 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილ სი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირით დი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 27 იანვრის 05/1918) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დანართში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება .

პრემიერ -მინისტრი                                             . გილაური

 

 

დანართი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასაცემი ქონების ნუსხა

სამუშაოს დასახელება

განზ.

რაოდ.

ერთეულის ფასი (ლარი)

მთლიანი ღირებულება (ლარი)

1

2

3

4

5

6

1

სამშენებლო ტერიტორიის მომზადება, ტექნიკის მობილიზაცია

ერთ.

1

15000

15,000.00

2

ხეების მოჭრა, ტოტებისაგან გასუფთავება, მორების დასაწყობება

3

120

65

7,800.00

3

ახალი მილის დ-1200მმ მოწყობა

გრძ.მ

28

398

11,144.00

4

III კატეგორიის გრუნტის დამუშავება ჭრილში ექსკავატორით, ბულდოზერით გადაადგილება 50 მეტრამდე

3

29800

1.35

40,230.00

5

VI კატეგორიის გრუნტის დამუშავება ექსკავატორით, ბულდოზერით გადაადგილება 50 მეტრამდე

3

820

1.35

1,107.00

6

რეზერვიდან დაგროვილი კლდოვანი გრუნტის შეტანა სავალ ნაწილზე

3

1380

10.11

13,951.80

7

სავალი ნაწილის მოშანდაკება ბულდოზერით

3

12760

0.5

6,380.00

 

მთლიანი ჯამი

 

 

 

95,612.80

 

დღგ 18%

 

 

 

17,210.30

 

მთლიანი ღირებულება

 

 

 

112,823.10