დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 326 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №326
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილი სი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 ნოემბრის № 726 ბრძანებულებით შექმნილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში დაამატოს პროგრამული კოდი „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის პროგრამა“ და ამ პროგრამის განმკარგავად განისაზღვროს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამის დასაფინანსებლად „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 1 130 000 (ერთი მილიონ ას ოცდაათი ათასი) ლარი.
პრემიერ- მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები