დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №324
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილი სი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის ქ. № 98-ში მდებარე ყოფილი „სააფთიაქო სამმართველოს“ შენობაში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა 24 ოჯახისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მომსახურების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) მიმართოს 6 960 (ექვსი ათას ცხრაას სამოცი) ლარი, მათ შორის:
ა) დევნილი ოჯახების აბონენტად რეგისტრაციისა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის გადახდისათვის – 960 (ცხრაას სამოცი) ლარი;
ბ) შიდა დაქსელვითი სამუშაოების განხორციელებისათვის – 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მომსახურების მიზნით აბონენტად რეგისტრაციისა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის ანაზღაურება განხორციელდეს „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის № 12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე‑19 მუხლის მე‑17 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (ერთ ოჯახზე (აბონენტი) ერთჯერადად 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით).
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ცენტრალიზებულად განახორციელოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის ანაზღაურება ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიებისათვის.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები