სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

  • Word
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 308
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
308
21/02/2012
გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
000000000.00(0).000.000000
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №308

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. ქალაქ თბილისში, გმირ კურსანტთა ქ. 22‑ში მცხოვრებ საქარ­თვე­ლოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილ­ე­ბ­ულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის შიდა წყალკანალიზაციის გაყვა­ნი­ლობის შეკეთების სამუშაოების მთლიანი ღირებულების თანადა­ფი­ნან­სების (30%) მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძ­ულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სა­მინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრა­მუ­ლი კოდი: 34 02 06) მიმართოს 3330,55 (სამი ათას სამას ოცდაათი ლარი და 55 თეთრი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გა­ნა­ხორ­ციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკ­უ­პი­რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, გან­სახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგ­ნ­ებ­ებში.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვა­დ­ებში განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერი­ტო­­რიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლ­ვილთა სამინისტრომ საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შეს­ყიდ­ვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                ნ . გილაური