დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №306
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ქალაქ გარდაბანში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების, შიდა კვარტალური გზებისა და გარე განათების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სამუშაოების (საორიენტაციო ღირებულებით – 300 000 (სამასი ათასი) ლარის ფარგლებში) სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები