დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 304 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №304
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობის დასაფინანსებლად, ხოლო 60 000 (სამოცი ათასი) ლარი ქალაქ ზუგდიდის ცენტრის (ბულვარის, გზისა და ტროტუარის, შენობების ფასადების, გარე განათების) რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პირველი ეტაპის საპროექტო სამუშაოებისათვის;“.
2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები