დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარს“ შორის 2008 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ცისკრის“ გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 21/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №300
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარს“ შორის 2008 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ცისკრის“ გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა, აღიარებს რა, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას, „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ცისკარი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ცისკარს“ შორის 2008 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების (ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებაზე გამყიდველისთვის ინფორმაციის 6 თვეში ერთხელ წარდგენის ვალდებულება) შეუსრულებლობის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები