საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 640
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
640
05/04/2012
გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №640

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ

 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლო დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“.

 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლო დავის მორიგებით დასასრულებლად უზრუნველყოს სახელმწიფო ქონების, კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (2724.00 კვ.მ) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (172.84 კვ.მ) (მდებარე ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქ. №7, ნაკვ.07/071, მიწის (უძრავი ქონების) ს.კ – 01.14.05.007.071) სიმბოლურ ფასად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დამთავრების მიზნით მიღწეული შეთანხმების ზოგიერთ ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის №940 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                  ნ. გილაური