საპრივატიზებო პირობების შესაცვლელად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საპრივატიზებო პირობების შესაცვლელად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 639
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
639
05/04/2012
გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
000000000.00(0).000.000000
საპრივატიზებო პირობების შესაცვლელად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №639

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საპრივატიზებო პირობების შესაცვლელად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ-თ“ და „ყ“ ქვეპუნქტების შესაბამისად:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა, შეიტანოს ცვლილებები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და შპს „მითრას“ /ID 203857594/ შორის 2001 წლის 1 აგვისტოს გაფორმებული პირობებიანი ნასყიდობის (ნასყიდობის საგანი: უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) საკადასტრო კოდი – №01.13.08.003.028; თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №139) ხელშეკრულებაში და შპს „მითრას“ 2012 წლის 1 მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდის შემთხვევაში მოეხსნას ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი, თანამედროვე ტიპის წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მოწყობისა და 10 წლის ვადით შენარჩუნების ვალდებულება.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ . გილაური