დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ დასადები ხელშეკრულების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 634 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №634
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ დასადები ხელშეკრულების შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს „გაზპრომ ექსპორტსა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის გასაფორმებელი „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობებისა და პირობების შესახებ“ 30.05.2003 წლის №2107-12/03-05-30 ხელშეკრულების დამატება 18-ის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები