სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
631
05/04/2012
გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
000000000.00(0).000.000000
სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №631

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ

 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეპროგრამა ,,სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ (პროგრამული კოდი – 37 01 13) ასიგნებებიდან 60 000 (სამოცი ათასი) ლარის სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის გამოყოფა მის სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესასყიდად.

 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს ცვლილების განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2012 წლის ბიუჯეტში.

 3 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავის სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო სამუშაოების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური