დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) გამოყენების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №627
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) გამოყენების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) გამოყენების თაობაზე.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის (60 მილიონი იუანი) მიმღებ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აწარმოოს მოლაპარაკებები და გააფორმოს შესაბამისი დოკუმენტები ჩინურ მხარესთან „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის „ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი დახმარების (60 მილიონი იუანი) სოფლის მეურნეობის პროექტების დასაფინანსებლად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები