თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღინისძიების თაობაზე

  • Word
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღინისძიების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 13/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2016
13/12/2012
გამოუქვეყნებელი, 13/12/2013
000000000.00(0).000.000000
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღინისძიების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2016

2012 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღინისძიების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობის თაობაზე .

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და შპს ტავ ურბან საქართველოს შორის 2012 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის, მხარეთა შეთანხმებით შეწყვეტის თაობაზე.

3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესასრულებლად, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ უზრუნველყოს ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აწარმოონ მოლაპარაკებები შესაბამის საფინანსო ორგანიზაციებთან ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობისათვის საკრედიტო რესურსის მოძიების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი