დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1896 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1896
2012 წლის 1 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის მოძრავი ნივთების თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36- ე მუხლის მე- 2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეთ თანხმობა:
ა) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომ თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს შემდეგ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს:
ა.ა ) ა(ა)იპ – საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას – 1 ცალი ძიუდოს ტატამი, 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარის ღირებულებით;
ა.ბ) ა(ა)იპ – საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას, № 1 დანართის შესაბამისად;
ა.გ) ა(ა)იპ – საქართველოს ველოსპორტის ეროვნულ ფედერაციას, №2 დანართის შესაბამისად ;
ა.დ) ა(ა)იპ – საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას, №3 დანართის შესაბამისად;
ა.ე) ა(ა)იპ – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, №4 დანართის შესაბამისად;
ა.ვ) ა(ა)იპ – საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, №5 დანართის შესაბამისად;
ბ) სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრს , რომ თავის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, №6 დანართის შესაბამისად.
2. ამ განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და სსიპ – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები