დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დოსტაქარისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2050 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2050
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დოსტაქარისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „დოსტაქარს“ (ს/კ 239403203) შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებიდან 10 წლის ვადით გადასცეს:
ა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბორითში მდებარე 10380 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობები №1, №2 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №36.03.33.003);
ბ) თხოვების ფორმით დანართში მითითებული მოძრავი ქონება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის გრანტის მოზიდვა და გადაცემული ობიექტის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება.
3. ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული მოძრავი ქონება თხოვების ფორმით ა(ა)იპ „დოსტაქარს“ გადაეცემა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვების პირობით.
4. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ „დოსტაქართან“ უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
ქვეყნდება დანართების გარეშე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები