ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word
ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 14/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2025
14/12/2012
გამოუქვეყნებელი, 14/12/2012
000000000.00(0).000.000000
ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2025

2012 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2013 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელ­მწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერი.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს 2013 წელს ნავთობ­პროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარე­ბი­სათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართ­ლებ­რივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

3. დამტკიცდეს თანდართული ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონ­სო­ლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქ­მი­ანობის წესი.

4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხ­ლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნავთობპროდუქ­ცი­ის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 სექტემბრის 1822 განკარგულება.

პრემიერ -მინისტრი                                         ბიძინა ივანიშვილი

ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებულ ტენდერში საუკეთესო სატენდერო წინადადების (წინადადებების) გამოვლენის მიზ­ნით შეიქმნას ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენ­დე­რის სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია).

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფრო­სი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე

ტატო ურჯუმელაშვილი

სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შეს­ყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენ­დე­რო კომისიის წევრი

დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვითარების მინისტრის პირ­ვე­ლი მოად­გი­ლე, სატენდერო კომისიის წევ­რი

დავით ხუციშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დი­რექ­ტორი, სატენდერო კომისიის წევრი    

გიორგი კოტრიკაძე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რე­ალიზატორთა ასოციაციის გამგეობის თა­ვ­მ­ჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი.

 

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავ­მჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავა­ლე­ბით სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სა­ტენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სა­ტენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.

5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევ­რთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გა­დამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კო­მი­სიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავი­სი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვე­ტი­ლე­ბას.

7. სატენდერო კომისიის მიერ მიღებული ნებიმისმიერი გადაწ­ყვე­ტი­ლება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამს­წ­რე წევრი.

8. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.