სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
298
21/02/2012
გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №298

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს 659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად :

ა) მიეცეს თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ შპს „ჯთ სერვისს“ იჯარის ფორმით გადასცეს ქ.თბილისში, ჩიტაძის ქ. 4‑ში მდებარე 10‑11 შენობა‑ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 307,62 კვ.მ ფართობიდან 214,35 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო‑სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის საკადასტრო კოდი 01.15.05.061.018);

ბ) ყოველი თვის საიჯარო ქირა განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს დახურული კვების ობიექტის მოწყობა.

2 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                      ნ. გილაური