სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
297
21/02/2012
გამოუქვეყნებელი, 21/02/2012
000000000.00(0).000.000000
სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №297

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

სპეციალი ებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის გან სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 მაისის 1136 განკარგულება „სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, განვითარების, ადმინისტრირებისა და მომსახურების, აგრეთვე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ . გილაური