დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გუდაურში „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 345,2 მ მონაკვეთის „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის დერეფანში გადატანის პროექტზე“ მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №624
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„გუდაურში „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 345,2 მ მონაკვეთის „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის დერეფანში გადატანის პროექტზე“ მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაიცეს გამარტივებული წესით მშენებლობის ნებართვა დადგენილი წესის თანახმად გუდაურში „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის 345,2 მ მონაკვეთის „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის დერეფანში გადატანის სამუშაოებისათვის.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები