დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებისა და მათგან გამომდინარე დოკუმენტაციის განსაიდუმლოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2027 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 14/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №202 7
2012 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებისა და მათგან გამომდინარე დოკუმენტაციის განსაიდუმლოების შესახებ
1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაიდუმლოებულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემდეგი განკარგულებები:
ა) „ფრანგული კომპანია Eurocopter-ისგან საქართველოს მთავრობისთვის ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 სექტემბრის №12-ს საქართველოს მთავრობის განკარგულება;
ბ) „გიორგი კარბელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 აგვისტოს №07-ს, 3 ნოემბრის №14-ს და 3 დეკემბრის №19-ს განკარგულებები;
გ) „საქართველოს მთავრობასა და ”EUROCOPTER”-ს შორის სამი სამოქალაქო ვერტმფრენის (ორი AS 332L1+ და ერთი AS350B3) მიწოდებასა და მასთან დაკავშირებული მხარდაჭერისა და მომსახურების გაწევის შესახებ 2010 წლის 10 სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულების №2 ცვლილების პროექტის მოწონების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის №20-ს განკარგულება;
დ) „საქართველოს მთავრობასა და შპს „ევროკოპტერს” შორის 2010 წლის 1 სექტემბერს დადებული №EKL/YG ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №26-ს განკარგულება.
2. განსაიდუმლოებულ იქნეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის განკარგულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულებები (შეთანხმებები) და კორესპონდენცია.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები