დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2038 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2038
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
ა რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „ რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“ ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი – 37 03 05) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსა და ა( ა) იპ - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის 2012 წელს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით, 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები