დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 271 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 14/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №271
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის მე -7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – გარემოს ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ გარდა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობისა , სააგენტოს საკუთარი შემოსავლების ფარგლებში 2012 წლის განმავლობაში ერთდროულად დაიქირაოს არა უმეტეს 10 შტატგარეშე თანამშრომელი .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები