საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 270
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
270
14/02/2012
გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №270

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა­ ად­­ გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „ საქართვე­ ლოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან შესაბამისი თანხა მიმართოს „იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, 2009-2012 წლებში სა­ხელ­მწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შე­სახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის №403 განკარგუ­ლებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სა­მოქმედო გეგმის“ შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზ­ნით, საკადასტრო-აზომვითი, შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზე­ბისა და თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო, სა­ექსპერტო, დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახუ­რებათა შესყიდვისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირე­ ბული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

3.  საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე, ამ განკარგულების პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად გა­ნა­­ხორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწი­ფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური