ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2046
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2046
24/12/2012
გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
000000000.00(0).000.000000
ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2046

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ

„ოკუპირებულ ტერიტორიების შესახაბ“ საქართველოს კანონის მე-6  მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 200 8 წლის 12 ნოემბრის N219 დადგენილების პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიეცეს თანხმობა თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ შ.პ.ს. ,,ბაკილერ“-ს (Bakiler LTD) განახორციელოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობა - ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროისათვის გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ შემოსული საქონლის საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა, ქ. სოხუმში ღია სააქციო საზოგადოება „სბერბანკ აბხაზიისათვის“ მიწოდების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი