დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2100
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა თვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა თვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ა) 2013 წლის 31 დეკემბრამდე ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №30.11.33.099) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დასრულება;“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები