„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 190020060.22.027.016523
15
25/03/2014
ვებგვერდი, 25/03/2014
190020060.22.027.016523
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №15

2014 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №160 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011; 190020060.22.027.016227) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგრანტო პროგრამას შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) ან/და კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ (შემდგომში - ცენტრი).“.

2. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგრანტო პროგრამა დასამტკიცებლად წარდგენილია ცენტრის მიერ, სხდომის ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ინახება ცენტრში.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს ან/და ცენტრის თანამშრომელთაგან იქმნება საბჭოს აპარატი.“.

4. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტრო ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ან/და კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის მეშვეობით, ამოწმებს საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, გრანტის მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი