საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2099
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2099
28/12/2012
გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2099

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

ა ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №218 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს~ გადაურიცხოს 21 800 000 (ოცდაერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართვისათვის საჭირო სამშენებლო სამუშოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და სხვა სახის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად -11 200 000 (თერთმეტი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

ბ ) ქალაქ ქუთაისში პარლამენტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის მიზნით -10 600 000 (ათი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი .“.

ბ) „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1358 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ბათუმში ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვასთან დაკავშირებული პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი .“.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი