დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2091 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2091
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 2 3-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 16 ერთეულით;
ბ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 6 000 ლარით;
გ) ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 2 400 ლარით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები