„ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 258
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
258
14/02/2012
გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
000000000.00(0).000.000000
„ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №258

2012 წლის 14თებერვალი

ქ. თბილისი

 „ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში ცვლილებისშეტანის შესახებ

„ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში შეტანილ იქნესშემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

ბ)მე‑4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„4 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „საგზაო ტექნიკისაგან“ ( 205140257 ) . აღნიშნულ შესყიდვაზე არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესისმე-19 მუხლის მე-7 პუნქტით (წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში) და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“.

პრემიერ-მინისტრი                               . გილაური