ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 255
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
255
14/02/2012
გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №255

2012 წლის 14თებერვალი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვით­მმარ­თველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალის­წინებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა უზ­­რუნველყოს გუდაურში სასტუმროების ბაზრის განვითარების კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუა­ლე­ბით.

2. შესყიდვა განხორციელდეს  2012 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდი­სა­თვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ გან­კარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორციე­ლოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                          ნ. გილაური