დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 876 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №876
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 4 მაისის №05/9722) ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №50-ში, მინწყლებისა და დასვენების პარკში მდებარე №1 შენობა-ნაგებობის (არასაცხოვრებელი განაშ ენიანების ფართ ობით 51 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 2478 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნუ ლების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.03.297 ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ( განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები