კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
253
14/02/2012
გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
000000000.00(0).000.000000
კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №253

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

კონკურენტული შერჩევის საფუძველზე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის შესაბამისად და ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-62 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მთავრობის წინადადება და მიეცეს თანხმობა, რომ განახორციელოს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების – ქ. თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ მიმდებარედ არსებული 35652 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.14.14.005.165) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 13 თებერვლის №05.11.120 დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. ქ. თბილისის მთავრობამ უზრუნველყოს შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                   ნ. გილაური