სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
252
14/02/2012
გამოუქვეყნებელი, 14/02/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №252

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ სა­ქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (გა­ნუ­სხვი­სე­ბე­ლი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალის­წი­ნებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თა­რების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 13 თებერვლის №05/3200) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. სენაკში, დ. ვაჰანიას ქ. №22-ში მდებარე 405 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მი­წის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №44.01.31.108) სე­ნაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა­მი­ნის­ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონ­მდებ­ლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება .

პრემიერ -მინისტრი                                                   ნ . გილაური