დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2011 წლის 19 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 14/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №251
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
2011 წლის 19 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „დარიალი ენერჯის“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ 2011 წლის 19 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმების პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები