დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №1400, 2011 წლის 16 აგვისტოს №1670 და 2012 წლის 31 იანვრის №158 განკარგულებებით გათვალისწინებული გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განხორციელებული წყალმომარაგებითი, საკანალიზაციო, გარე განათებისა და საბაგირო კომპლექსის მშენებლობადასრულებულ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2086 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2086
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400, 2011 წლის 16 აგვისტოს № 1670 და 2012 წლის 31 იანვრის № 158 განკარგულებებით გათვალისწინებული გუდაურის სარეკრე აციო ტერიტორიაზე განხორციელებული წყალმომარაგებითი , საკანალიზაციო, გარე განათებისა და საბაგირო კომპლექსის მშენებლობადასრულებულ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
ქვეყნისთვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, წარდგენილი, სათანადოდ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და მშენებლობადასრულებული ობიექტების მდგომარეობის გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს მშენებლობის ნებართვა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №1400, 2011 წლის 16 აგვისტოს №1670 და 2012 წლის 31 იანვრის №158 განკარგულებებით გათვალისწინებული გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განხორციელებული წყალმომარაგებითი, საკანალიზაციო, გარე განათებისა და საბაგირო კომპლექსის მშენებლობადასრულებულ ობიექტებზე.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები