დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 867 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №867
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №33 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №33 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ გარდა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ,,გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენცია ,,თბილისი+35“-ის ორგანიზების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №777 განკარგულებით გათვალისწინებული რაოდენობისა, სამინისტროს აპარატის ასიგნებების ფარგლებში, 2012 წლის განმავლობაში დაიქირაოს არა უმეტეს 7 შტატგარეშე მოსამსახურე.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები