დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 866 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №866
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
დანართი
„დანართი №1
იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტი
| № | ძეგლის დასახელება | შესასრულებელი სამუშაოები |
| 1 | ქ. წყალტუბო | ქალაქის პარკების, შენობების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია |
| 2 | ქ. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და ვანის ნაქალაქარის დამხმარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია |
| 3 | უბისის მონასტერი | მონასტრის ტურისტული და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა |
| 4 | გელათის სამონასტრო კომპლექსი | მონასტრის ტურისტული და დამხმარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია |
| 5 | კაცხის ეკლესია და სვეტი | ეკლესიის გალავნის, ეკლესიის, კელიებისა და სამრეკლოს აღდგენა-რეაბილიტაცია, დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება |
| 6 | გორდი – დადიანების სასახლე | სასახლის და მიმდებარე პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია, გორდის კანიონის დასათვალიერებელი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები