დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 14/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №249
2012 წლის 14თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „ სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარისფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „ სტრეიტ ოილ ენდ გეზ საქართველოს“იჯარის ფორმით გადასცესსახელმწიფო საკუთრებაში არსებული,ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მდებარე31547 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №39.05. 22.005) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით – 17 000ლარი.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში – 4 250 ლარი;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში – 4 250 ლარი;
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში – 4 250 ლარი;
დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში – 4 250 ლარი.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები