დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 857 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №857
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის შესახებ
1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს, მის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება: ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1-ში მდებარე №6 შენობა-ნაგებობის 24,96 კვ.მ ფართობის სხვენი და 25 კვ.მ ფართობის ტერასა და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №01.10.14. 05.027), კავშირგაბმულობის ანძებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების განსათავსებლად, აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, 5 წლის ვადით გადასცეს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“.
2.წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 60 000 ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები